ცისარტყელას მიღმა საქართველოა



ფერეიდანის მდებარეობა

ირანის ცენტრალურ მთიანეთშიდაახლოებით 180 კილომეტრზე სეფიანთა ძველ სატახტო ქალაქ ისფაჰანის სამხრეთ-დასავლეთითიქსადაც აღმართულია ბახთიარის მაღალი მთებიზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს სპარსეთის ერთ-ერთი მაღალმთიანი რაიონირომელსაც ფერეიდანს ეძახიანთითქმის ოთხი საუკუნეარაც ამ მაღალ მთებში ბინადრობს ისტორიული ბედუკუღმართობის გამო სამშობლოსგან მოწყვეტილი ქართველი მოსახლეობაისინი ჩვენში „ფერეიდნელი ქართველების სახელით ვიცნობთ.

ფერეიდანის ადგილ-მდებარეობა მაღალია, სააგარაკო. აქ იცის შედარებით ხანგრძლივი ზამთარი. ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება 2 მეტრი თოვლი მოვიდეს. თანამედროვე ფერეიდანი რიგით მეათეისპაჰანის ოსთანის (საგუბერნატოროსშვიდიდან ერთ-ერთ შაჰრესთანს (პროვინციასწარმოადგენს.    

ფერეიდანში გორჯის დეჰესთანის 8 სოფელში, აგრეთვე მაგუის ანუ ჰუმეს დეჰესთანის სამ სოფელში ქართველები ცხოვრობენ.

                                       



    ისტორიული ასპექტები

    აბას I
     1614 წელს, საქართველოს სეფაიანთა ირანის მე-5 შაჰის, აბას I-ის არმია შემოესია. შემოსევამ კახეთს არნახული ზიანი მიაყენა. განადგურდა მრავალი ქალაქი და სოფელი, ცეცხლს მიეცა ეკლესია-მონასტრები და საცხოვრებლები; მოიშალა სამეურნეო ცხოვრება, გაწყდა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. დამპყრობლებმა თითქმის მთელი კახეთი დაიკავეს. კახელებმა დიდხანს ვერ აიტანეს ყიზილბაშთა ბატონობა. 1615 წელს დაიწყო აჯანყება, რომელსაც დავით ჯანდიერი მეთაურობდა. გახიზნული თეიმურაზ I სასწრაფოდ დაბრუნდა კახეთში და აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. იგი თავად წარუძღვა ჯარს შეტევაზე. 5 ათასმა ქართველმა 15 ათას ყიზილბაშს მუსრი გაავლო და ბრწყინვალე   გამარჯვება მოიპოვა. განრისხებული შაჰი 1616 წელს კახეთის დასასჯელად და ამოსაგდებად დაიძრა. ის  ჯერ თბილისში შემოვიდა და ქართლის მმართველად დაუდ ხანის შვილი გამაჰმადიანებული ბაგრატ-ხანი დანიშნა. თეიმურაზი მიხვდა, რომ ირანელებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და იმერეთში გაიხიზნა. დავით ჯანდიერის მეთაურობით კახელები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ მტერს. ყიზილბაშები ანგრევდნენ სახლებს, ეკლესია-მონასტრებს, ჩეხავდნენ ბაღებსა და ვენახებს. 1617 წელს ირანელებმა კვლავ დალაშქრეს კახეთი. შაჰ აბას I-ის გამანადგურებელი შემოსევების შედეგად აღმოსავლეთ საქართველო საშინლად აოხრდა  და განადგურდა. განსაკუთრებით მძიმე გამოდგა ეს ლაშქრობები კახეთისთვის. 100  ათასი ქართველი დაიღუპა ყიზილბაშებთან ბრძოლაში. 200 ათასი დატყვევებული ქართველი კი შაჰმა ირანში გადასახლა და ირანის პროვინციებში: ხორასანში, მაზანდარანში და ფერეიდანში ჩაასახლა.

    ქართველთა მასობრივი გადასახლებით შაჰ-აბასი რამდენიმე სტრატეგიულ მიზანს ისახავდა:
    გადასახლების მიმართულება 
    ·        ყოველმხრივ ასუსტებდა ურჩ ქართლ-კახეთს.
    ·        ახალი ქართული დასახლებებით იცავდა საკუთარ მნიშვნელოვან რეგიონებს,მათს შორის ისპაჰანს ,მომთაბარე ტომების შემოსევებისაგან.
    ·        ქართველების მეშვეობით ირანში ნერგავდა ინტენსიურ მეურნეობას.

    ·        მამაცი ქართველი მეომრებით საკუთარ ლაშქარს აძლიერებდა.


      ზუსტი და დაწვრილებითი ცნობები ფერეიდანში ქართველთა ჩასახლებისა და  მათი იქ ცხოვრების შესახებ თითქმის არ შემონახულა. თვით ირანში საგანგებოდ იყო მიჩქმალული ფერეიდნელთა ქართველობა და დღემდე მათ რიცხვს ხელოვნურად მიაწერენ და უმატებენ სპარსულ მოსახლეობასირანში გადასახლებისთანავე შაჰ-აბასმა ქართველები გაამაჰმადიანა. დღეს ფერეიდნელი ქართველები ისლამური ირანის შიიტური თემის ნაწილს შეადგენენ და გამოირჩევიან რელიგიური წესების ზედმიწევნითი აღსრულებით.

     საქართველოში ზეპირგადმოცემებიდან იცოდნენრომ სპარსეთის მივარდნილ მხარეში მათი მოძმე ქართველები ცხოვრობდნენბევრ ქართველს შემდეგშიც ხშირად უმუხთლა ბედმა და ისტორიის მთელ ამ მონაკვეთშნებით თუ უნებლიედთავის სიცოცხლეს ირანის შაჰის კარზე ან ქვეყნის რომელიმე პროვინციაში ატარებდასამწუხაროდფერეიდნელთა ვინაობის შესახებ წერილობითი ცნობები ნაკლებად მოგვეპოვება.

     კალმასობის ავტორი თავის ცნობილ პერსონაჟს ლოცვაში ათქმევინებს: ეძიე (ადონაი უფალოსისხლნი ივერიისადანთხეულნი მირიან მეფითაგან ვიდრე აქამომდედა მოიყვანე ერი იგი (ქართველიფერეითიდგან (ფერეიდანი).




    გამოჩენილი ფერეიდნელები



    ალავერდი-ხანი (24 მაისი1614ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწეგამაჰმადიანებული ქართვლი (საქართველოდან ტყვედ წაიყვანეს ბავშვობაში), გვარად უნდილაძეირანის ჯარის პირველი ყულარაღასიფარსისბეგლარბეგიაბას I-ის სამხედრო რეფორმების ერთ-ერთი აქტიური გამტარებელიროგორც სარდალმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავიოსმალეთთან ომში (1603—1612). ისპაანში ააშენა ხიდი მდზენდერუდზე,რომელსაც დღესაც მისი სახელი ჰქვიააბას I-ის ბრძანებით ალავერდი-ხანიდიდი პატივით დაკრძალეს მეშჰედშიირანში ალავერდი-ხანის შვილებიც დაწინაურდნენუფროსმა იმამყული-ხანმა მამის სიკვდილის შემდეგ ფარსის ბეგლარბეგობა მიიღოხოლო უმცროსმა დაუდ-ხანმა — ყარაბაღისაერთ-ერთი ვერსიითალავერდი-ხან უნდილაძე შაჰის ბრძანებით მოკლეს,რადგან ფაქტობრივად იგი  შაჰზე  გავლენიან პიროვნებას წარმოადგენდა.

    იმამყული-ხანის ძეგლი

    იმამყული-ხანი (დ. XVI ს. უკანასკნელი მეოთხედი — გ. 1633) — ირანის ჯარის ყულარაღასი, გამოჩენილი სარდალი. ქართველი, ირანის პირველი ყულარაღასის ალავერდი-ხან უნდილაძის შვილი. მისი მეთაურებით ირანელებმა პორტუგალიელები განდევნეს კ. ჰორმუზიდან (1623). იმამყული-ხანმა ირანში დიდი საირიგაციო და სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა. იმამყული-ხანს დაბრალდა თავისი ძმის, დაუდ-ხან უნდილაძის, აჯანყებაში მონაწილეობა და ოჯახთან ერთად შაჰ-სეფი I-ისბრძანებით სიკვდილით დასაჯეს.


    ეთნოგრაფია

    ქართული ტრადიციები სპარსული ელფერით


     ოთხი საუკუნის განმავლობაში ქართული და სპარსული ტრადიციების ინტეგრაციის შედეგად, მივიღეთ ფერეიდნული ტრადიციები, რომელიც აერთიანებს ორივე ქვეყნის კულტურას. ასეთი მაგალითები საკმაოდაა, თუმცა მათ შორის ყველაზე თვალსაჩინოა ქორწინების ტრადიციაირანელ ქართველებში უმთავრესად სისხლისმიერი ნათესაობა მოქმედებდა. ამაში ისინი „ქართველობის“ შენარჩუნებას ხედავდნენ. ქართველები სხვა ეროვნების ხალხზე არ ქორწინდებოდნენ, სისხლი რომ არ აღრეულიყო
          სისხლით ნათესაობაში იგულისხმებოდა როგორც მამის ხაზით, ასევე დედის ხაზით, ნათესავების წრე
          
    ფერეიდანში ჩატარებული ექსპედიციებით უასაკოთა ქორწინებისა და მოტაცების ფაქტები არ დასტურდება
          
    ქალები უმეტესად 16–18 წლის ასაკში თხოვდებოდნენ, ვაჟი კი 20–25 წლისა უნდა ყოფილიყო. მცირეწლოვანთა დაწინდვა ხდებოდა, მაგრამ დაწინდვიდან ქორწინებამდე დიდი დრო გადიოდა
          
    ფერეიდნელებს შორის მრავალცოლიანობამაც ვერ მოიკიდა ფეხი და წესად ვერ იქცა, თუმცა არსებობდა გამონაკლისი შემთხვევებიც

    რაც შეეხება სახლის შიდა ინტერიერსქართულისთვის დამახასიათებელი შუა ცეცხლიკერა და საკიდელი არ აქვთთუმცა დედაბოძი სახლის ძირითადი შემადგენელი ნაწილიაუნდა აღინიშნოს ისიცრომ ფერეიდნული სახლის ჭერი 

    თავისი  აგებულებით   ძალიან  გავს    მესხეთ-ჯავახეთისთვის

        დამახასიათებელ დარბაზული ოდის ჭერს.

    ჩვენი ენა ჩვენი ვინაობაა

    დედის ენა“,  ასე ეძახიან ფერეიდნელები ქართულ ანუ მშობლიურ ენას. 400 წელი გავიდა, ქართული ენა შემოინახეს და დღესაც ამ ენაზე ლაპარაკობენ,  ეთაყვანებიან და უფრთხილდებიან. ამ ხნის განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა ქართული ანბანი, რომელსაც სუფრაზე, ხალიჩაზე ან ტანსაცმელზე ამოქარგავდნენ ხოლმე და ორნამენტებს ეძახდნენ, ირანელებს რომ ეჭვი არ აეღოთ.


     სადღეისოდ მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე ქართველები ირანში მხოლოდ ფერეიდანში (ისპაჰანის დასავლეთით, 175 კილომეტრზე) დარჩნენ. ირანის სხვა რეგიონებში კი ქართველთა ბინადრობაზე მხოლოდ გეოგრაფიული სახელები მიუთითებს, როგორიცაა სოფლები: „გორჯი-სარა“, (ქართველთა სასახლე), „გორჯი-მაჰალე“ (ქართველთა უბანი), „გორჯი-ყალა“ (ქართველთა ციხე) მაზანდარანში, „გორჯი“ (ქართული სოფელი) ირანის აზერბაიჯანში, „გორჯაი“ ქურთისტანში და ა.შ.



      

    ფერეიდნიდან ჩამოსვლას 
    რამდენი წელი ველოდე,
    ცრემლის ფარდაგი დავფინე 
    ჩემს ლამაზ საქართველომდე.
    რამდენი ღამე ვათენე
    რა გზები გამოვიარე...
    ჩემი წინაპრის ძვლებზედა 
    სულ ფეხით გადმოვიარე.
    მტანჯეს და ვერვინ აღმგავა 
    ქართველი მიწის პირიდან,
    ოდესღაც ძალით განმდევნეს 
    მშობლიურ რუისპირიდან.
    ამიწიოკეს წვრილშვილი
    კარზე მომიხტნენ ანაზდად,
    სისხლი მადინეს იმდენი 
    გააწითლებდა ალაზანს.
    ბუდიდან ისე ამყარეს
    არ დამრჩა სისხლის ამღები,
    შირაქის გზაზე მომიკლეს 
    თვალცრემლიანი ბალღები.
    არც რა მებადა უბედურს
    არც სახლში დამრჩა არავინ,
    შემომიზომეს „სამშობლოდ“ 
    ხორასან-მაზანდარანი.
    თან გამყვა ნელსურნელება 
    გომბორის ლურჯი ტყეების,
    სიზმრადაც ბევრი მინახავს 
    შვიდფერი ცისარტყელები.
    ოთხასი წელი ვკითხულობ
    შორია გურჯისტანამდე?“−
    ჯერ ქართლ-კახეთი მაჩვენე
    ღმერთო, ნუ მომკლავ მანამდე.
    სპარსეთს სოფლები ვაშენე
    ჟამისგან ვერ დაძლეული:
    ნინოწმინდა და ნორიო
    ლილო და პატარძეული.
    ზოგს მუკუზანი დავარქვი
    ზოგსმაჩხაანი, თელავი...
    ჩუმჩუმად ღვინოს ვწურავდი
    ჩუმჩუმად ნაბადს ვთელავდი
    საქართველოზე ოცნება 
    მტარვალმა ვერ მომაშორა,
    ხომ მომიყვანეს ლოცვებმა 
    გრემს, მარტყოფსა და ვაშლოვანს.
    უფალო, ძალა მომეცი
    ვცოცხლობდე და ვქართველობდე:

    სპარსეთის საქართველოდან 
    ჩემს ნამდვილ საქართველომდე!
       



    ნუ გათათრდები“ – გერქვა სახელად 
    შენ, უცნაურო, მომცრო ფრინველო,
    მიტაცებულთა, გარდახვეწილთა,
    მკლავგაბაწრულთა მოძმევ პირველო!
    შენ, ფრთაშესხმულო ხალხის სურვილო
    ხალხის ტკივილო, ცად ატყორცნილო,
    თვით ხალხის ნებით მტრედად ქცეულო
    ნეტავ ეგ ყელი დამაკოცნინო!
    მწარტყვეობაში თავს დაჰკიოდი
    გიმხნევებია შენი ქართულით,
    აზიის გზებზე, უდაბნოებში
    ვინც კი ყოფილა გადაკარგული!
    შენ დღესაც ისევ თავზე დაჰკვნესი 
    ძუძუს მოსხლეტილ გარექართველებს,
    იქ თურქის ბრჭყალში, თათრის ბორკილში
    სადაც მრავალი ცრემლით ათენებს.
    თვალით დახვრიტეთ ჭოროხის მხარე
    არ მოგვირჩება ჩვენ ის ტკივილი,
    ვიდრე ლაზისტანს და ფერეიდანს 
    ისევ მოესმით შენი ყივილი!
    იფრინე სულ იქ და იტრიალე
    დაძებნე ჩვენი ძმები და დები,
    შენი მკაცრი ხმით ისევ დასძახე
    ძმანო ქართველნო, ნუ გათათრდებით!
    გამაგრდით, კერას ნუ დაივიწყებთ
    მონობისათვის ვერ გაგიმეტებთ,
    გამაგრდით, ვიდრე მზე მოვა თქვენზე 
    და გავინაღდებთ ნანგრევთ იმედებს!
    შენ ეს ქართული ხმა მიაწვდინე
    მიტაცებულ ძმებს ასე უთხარი,
    იქაც სცემს გული საქართველოსი
    შავი ზღვასავით გადამდუღარი!
    და როცა დაჰკრავს უკვდავი წამი
    მწარი მონობის დამამხობელი,

    ძმათა გამოხსნის, შინდაბრუნების
    შენვე იყავი მახარობელიც!






    ღმერთს ებარებოდეთ!!!


    −უძე აშლილნო საქართველოდან,

    −ნა ქართული გულით ატარეთ,

    −უ, ცრემლთა კურცხალ ნაკადულისა, 

    −ლვად ცას შვიდფერ ხიდს რომ ადარეთ, 

    −მედს მოსავდით სულში პატარებს, 

    −ედა სამშობლოს ხილვის სათავეს 

    −ნბანის ჯარით ხსნიდით ცხრა კარებს 

    −ანა ქართული-ფეთქვა მაჯისა,

    −ფერებოდა გენს დიდ ნაწამებს,

    −ოცვით მოთქვამდით ტკბილ დანაბარებს!...

    −ალი, დედა მხნე-შვილთა მშობელი,

    −მაგრებს, იცავს ენის სამანებს! 

    −ა მძიმე გზა დევს, ოთხას წლიანი, 

    −მენა და ურვა-რამდენს გვავალებს?! 

    −აგლახ ტყვეობის უღლით უდაბნოს 

    −დემ ბაღებად ქმნიდით ტრამალებს!... 

    −ამაზი ქვეყნის შთამომავალნო, 

    −ავს გიხრით, თქვენს თავს მეც ღმერთს ვაბარებ!



    ფერეიდნელ ქართველებს სჯერეთ რომ თუ ცისარტყელის ქვეშ 

    გაძვრებიან აუცილებლად ნახავენ ოდერსაც დაკარგულ სამშობლოს.


        

    ფერეიდნელები დღეს

    პირველი ფერეიდნელები, ვინც საქართველო მოინახულეს.
     უცხო მხარებში გადაკარგულმა ქართველებმა თავი არ დაუხარეს აჰინ-შაჰის ვერაგულ ზრახვებს. მტრის გასაკვირვად ვაჟკაცურად გაუძლეს ყველა გაჭირვებას, დამცირებას და საქვეყნოდ გამოიტანეს ქართველი ხალხის შეუდრეკელი ბუნება და სულიერი სიმდიდრეფერეიდნელი ქართველისათვის ყველაზე საამაყო დასანუკვარია ქართველობა და ყველაზე მშობლიური ადგილი დედამიწაზე ოცნებად ქცეული საქართველო, რომლის სიყვარულს აკვნიდანვე უნერგავს შვილს ფერეიდნელი დედა.
     ფერეიდანში არსებობს გადმოცემა, რომ მათ წინაპარს საქართველოდან წამოღებული ვაზის რქა დაურგავს, რომელსაც იქ მოურწყველად გაუხარია დაგამრავლებულა. ამ ადგილს `პაპას ბაღი~ დარქმევია და მის მიდამოებში ყოველგაზაფხულს სალოცავად მიაშურებენ მარტყოფელები. აქ ხდება ახალგაზრდების გაცნობადა ერთმანეთის არჩევაც. `პაპას ბაღი~ მარტყოფელებს დაკარგული სამშობლოსსიმბოლოდ მიაჩნიათ. `ღმერთმა ნუ ქნას მისი გახმობა, მაშინ ხომ მამა-პაპათა და დიდისაქართველოს მახსოვრობა დაეკარგება ჩვენ ხალხას.

    განათლება




    პატარა ფერიდნელები ხატავენ საშობლოს,
    რომელიც მათ არასოდეს არ უნახავთ.

     XX საუკუნის ათიან წლებში ფერეიდანში ჩავიდა ქართველი, სახელად იუსუფი, რომელიც აწარმოებდა გეოლოგიურ გამოკვლევებს. მალე, მისი წასვლის შემდეგ სოფელ მარტყოფის მცხოვრები ჰუსეინ ონიკაშვილი, პროფესიით დალაქი ჩამოვიდა თბილისში მცირე ხნით. ირანში წაიღო წიგნები, რათა თავის სოფელში გაეხსნა სკოლა. მის განზრახვას წინ აღუდგა ირანის ხელისუფლება და ისლამური სასულიერო წოდება თავად ქართველთაგან ამავე პერიოდში ზოგიერთმა ფერეიდნელმა ქართველმა ასევე მოახერხა ისტორიულ სამშობლოში ჩამოსვლა. აქ შეძლეს კარგად დაუფლებოდნენ მშობლიურ წერა-კითხვას. მათი მიზანი იყო წაეღოთ ქართული წიგნები და სახელმძღვანელოები და ფერეიდანის ქართულ სოფლებში გაეხსნათ სკოლები.
     „ექავრი ამბავი გავაგებინოთყე ჩონ ძმებს, რომელთაც მარტო ტფილისის და მარტყოფის სახელი მეტი არ გაუგონიაყეაღნიშნავდნენ ფერეიდნელები.


     ფერეიდნელი ქართველებისთვის სამშობლო ცისარტყელას მიღმა რჩება.ისინი მუდამ ოცნებობენ,რომ ცისარტყელის ქვეშ გაძვრნენ რადგან შჯერათ რომ ასე შესძლებენ სამშობლოში დაბრუნებას.ისინი უმგერიან სამშობლოს,წერენ ლექსებს ქართულ ენაზე და ეამაყებათ რომ ქართველები არიან.
     ფერეიდნელი ქართველები დღესაც ასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს, რომეშიც ჩაქსოვილი სამშობლოს მონატრება და სიყვარული.





      



    სადღეისოდ ფერეიდანში კომპაქტურად მოსახლე ქართველთა რაოდენობა, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 30 ათასის ფარგლებში უნდა იყოს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „ირნა“ წერს (09 07 2004), რომ „ქართული წარმოშობის დაახლოებით 20 ათასი ადამიანი 400 წელზე მეტი ხნის წინ გადმოსახლდა ამ რეგიონში, ისპაჰანის სამხრეთ-დასავლეთით 180 კმ-ზე.ზოგიერთი სტატისტიკური გაანგარიშებით, ამჟამად ისპაჰანის პროვინციაში ცხოვრობს დაახლოებით 60 ათასი ქართველი“. ისინი აქ ემეზობლებიან სპარსელებს, სომხებს, ლურებს, ბახტიარებს, ქურთებს და თურქულენოვან ტომებს. მიგრაციული პროცესების შედეგად XX . II ნახევარში ფერეიდნელების საგრძნობი ნაწილი დიდ ქალაქებში (თეირანი, ისპაჰანი...) აღმოჩნდა, რის გამოც მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა ძნელია. ზოგი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ფერეიდნელთა საერთო რიცხვი თანამედროვე ირანში 60 ათასამდე უნდა იყოს.

      
    ჩ ვ ე ნ    გ ვ ი ყ ვ ა რ ს   ფ ე რ ე ი დ ა ნ ი !


    პროექტზე მუშაობდნენ მეცხრე კლასისმოსწავლეები




    No comments:

    Post a Comment